ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა
საფეხური: დაწყებითი
კლასი: მე-2(დ)
მოსწავლეთა რაოდენობა:29, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თარიღი: 06.12.2017
მასწავლებელი: გულნაზ ბასილაძე
თემა: აკაკი გელოვანის „ციყვის სტუმრები“.
გაკვეთილის მიზანი/სწავლის შედეგები (ცოდნა,უნარ-ჩვევები,დამოკიდებულებები)
ü მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული მასალის კითხვასა და ანალიზს;
ü მოსწავლე დახვეწს კითხვის ტექნიკას;
ü მოსწავლეს განუვითარდება პუნქტუაციური და ინტონაციური ჩვევების ფორმირება;
ü შეძლებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და მეტყველების დროს გამოყენებას;
ü შეძლებს მცირე მოცულობის ტექსტის შედგენას;
ესგ სატანდარტები:
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ:
ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს(მათ გარეგნობას,თვისებებს); გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს,კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა;კეთილია,გონიერია და ა.შ.);
განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ ფორმებს.
მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს)და წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები: საერთო საკლასო,ინდივიდუალური და ჯგუფური;
სასწავლო მასალა და რესურსები: (ტექსტი,ფოტომასალა,ინტერნეტრესურსები,კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,მე-2 კლ.სახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,როლური თამაშისათვის საჭირო ნივთები.)
გაკვეთილის მსვლელობა:
მისალმება-განწყობა-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
აქტივობა 1 - გონებრივი იერიში (წინარე ცოდნის გააქტიურება სლაიდების ჩვენებით დრო 3წთ).
I ფაზა - წაკითხვამდე: სლაიდზე ვაჩვენებ ციყვის სურათს და ვეკითხები:
ა) რომელი ცხოველია გამოსახული? (ციყვი)
ბ)სად ცხოვრობს ციყვი? (ტყეში)
გ)სად ბინადრობს? (ფუღუროში)
დ)გავიხსენოთ, ჩვენს მიერ შესწავლილი მოთხრობა, რომელშიც ციყვზეა საუბარი.(ციყვი და კოდალა.)
ე) გაიხსენეთ, კერძოდ, რომელი ხის ფუღუროში ცხოვრობს მოთხრობაში („ციყვი და კოდალა’’) ციყვი?(ნაძვის ხის.)
ვ)რომელ დღესასწაულზე ვრთავთ ნაძვის ხეს?(ახალ წელზე.)
ზ) როგორ ფიქრობთ,მხოლოდ ჩვენ ვემზადებით საახალწლოდ?
აქტივობა 2 . პრეზენტაცია.( ჯგუფური მუშაობა დრო 8 წთ) . მიზანი-მოსწავლეთა შემზადება ახალი მასალის ასახსნელად, მცირე მოცულობის თხზულების შედგენით
მასწავლებელი ახალი მასალის ახსნას აკავშირებს მოახლოებულ საახალწლო სამზადისთან, მოსწავლეებს აძლევს ჯგუფური მუშაობის დავალებას და აცნობს შეფასების რუბრიკას.(შეფასების რუბრიკა იხ.დანართი 2)
II ფაზა ტექსტის წაკითხვა და დამუშავება
აქტივობა 3. - პაუზებით კითხვა. მიზანი- ტექსტის გააზრება.
აქტივობა 4.- სიტყვის კედელი . მიზანი - ლექსიკური მარაგის გამდიდრება
( ტექსტი მომზადებულია power point-ში ). დრო 6 წთ.
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს წინასწარ დაყოფილ მონაკვეთებად და დროდადრო სვამს კითხვებს.
პირველ პაუზას აკეთებს ყვავის სიტყვებთან: „ გამიღე ,თორემ ამ ყინვაში ფეხს მოვიტეხ! ‘’
კითხვა: „როგორ ფიქრობთ, გაუღებს ციყვი კარებს ყვავს? რატომ გგონიათ ასე?“
მეორე პაუზა: „ ბეღურა ვარ,ვიყინები,კარი გამიღე!“
მესამე პაუზა:“ კარი გამიღე, თორემ ამ სიბნელეში ვერაფერს ვხედავ!“ თითოეული პაუზის შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ ტექსტის გაგრძელების საკუთარ ვარიანტს.
აიხსნება უცხო სიტყვები: ურდული-- რკინის ან ხის საკეტი,რომელსაც იყენებენ კარის შიგნიდან დასაკეტად.
ჭუჭრუტანა-- პატარა ხვრელი, ღია ადგილი კედელში ან კარში,საიდანაც გარეთ/შიგნით ყველაფერი მოჩანს.
წაიდუდუნა-- ჩუმი ხმით,ხმადაბლა გაურკვევლად თქვა.
III ფაზა . რეფლექსია, განმტკიცება-გამთლიანება წაკითხვის შემდეგ.
აქტივობა 5. ფრონტალური კითხვები და პასუხები.( მიზანი -ახალი მასალის განმტკიცება კითხვა -პასუხით.(6 წთ)
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს. პასუხს გასცემენ დაბალი დონის კითხვებს:
1. სად დაბინავდა ციყვი?
2. რისთვის ემზადებოდა იგი?
3. რა სთხოვა მას ყვავმა?
4. როგორ მოექცა მას ციყვი?
5. რა სთხოვა ბეღურამ?
6. როგორ მიიღო იგი ციყვმა?
7. რა წაიდუდუნა ბუმ?
8. რა უპასუხა ციყვმა?
9. როგორ დაარიგა ციყვმა თავისი შვილები?
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი სვამს უფრო მაღალი დონის კითხვებს:
1. რატომ არ მიიღო ციყვმა ყვავი და ბუ?
2. რატომ შეიპატიჟა მან ბეღურა?
3. რას ასწავლიდა ციყვი თავის ბელებს?
4. ეთანხმებით მის დარიგებას? რატომ?
5. ამ ზღაპრის მიხედვით როგორია ციყვი?
6. თქვენ რა რჩევა-დარიგებას გაძლევთ თქვენი მშობლები? რამდენად ითვალისწინებთ მათ აზრს?
აქტივობა 6. სიტყვის პირამიდა. მიზანი - ენობრივი ლექსიკური ერთეულების გააზრება და კონტექსტის მიხედვით გამოყენება ( 3წთ)
აგებენ სიტყვის პირამიდას: ( ურდული, წაიდუდუნა,ჭუჭრუტანა სიტყვების გამოყენებით, იხ.დანართი 5,6,7.)
აქტივობა 7. როლური თამაში . მიზანი -ახალი ლექსიკური მასალის მეტყველებაში გამოყენება (6 წთ.)
წარმოადგენენ მინი სპექტაკლს.მონაწილეები : ავტორი,დედა ციყვი, ციყვის შვილები, ყვავი, ბეღურა, ბუ.
აქტივობა 8. ტესტური დავალება კომპიუტერში, მიზანი - ციფრული კომპეტენციების განვითარება მოსწავლეებში 4წთ.(იხ. დანართი 4)
საშინაო დავალება ( 2 წთ): დაწერეთ მოთხრობა თემაზე:,, ჩვენი საახალწლო სამზადისი“.
ამიოწერეთ ტექსტიდან -თხრობითი,კითხვითი,ბრძანებითი წინადადებები.
შეფასება/თვითშეფასება:განმავითარებელი,დაკვირვება წინასწარ (2 წთ): მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს, ე.წ. ჩეკლისტისა და მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის წინასწარ შედგენილი სქემის გამოყენებით.შეფასებისას იყენებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ განმავითარებელ კომენტარებს შემუშავებული რუბრიკების მიხედვით.
დანართი 1
N
|
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა
წარუმატებელია
|
1
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
|
ყველა ჩართულია
+
|
უმრავლესობა ჩართულია v
|
ყველა წევრი არ არის ჩართული -
|
2
|
აზრის გაზიარება
|
უსმენენ და უზიარებენ ერთმანეთს აზრს
|
ნაკლებად უზიარებენ
|
არ უსმენენ და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
3
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ზუსტად არ მისდევენ ინსტრუქციას
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
ჯგუფი
|
I
|
II
|
III
|
IV
| |||||||||
კრიტერიუმები
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
|
1
|
2
|
3
| |
1.აქტიური
| |||||||||||||
2. საშუალო
| |||||||||||||
3. პასიური
|
დანართი2
პრეზენტატორის შეფასება
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1.საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ყოველთვის საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ზოგჯერ საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ვერ საუბრობსგამართულად და თავდაჯერებულად
|
2. შედგენილი მოთხრობა ილუსტრაციის შესაბამისია
|
მოსწავლე ყოველთვის ადგენს ილუსტრაციის შესაბამის მოთხრობას
|
მოსწავლე ზოგჯერ ადგენს ილუსტრაციის შესაბამის მოთხრობას
|
მოსწავლე ვერ ადგენს ილუსტრაციის შესაბამის მოთხრობას
|
3. იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ზოგჯერ იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი 3
მოსწავლის შეფასების სქემა
N1
|
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1
|
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ყოველთვის კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ზოგჯერ კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ვერ კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
2
|
მოსწავლეს განვითარებული აქვს აზროვნებისა და მეტყველების სტრატეგიები
|
მოსწავლე ყოველთვის სცემს პასუხს I და IIდონის შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
მოსწავლე ზოგჯერ სცემს პასუხს I და IIდონის შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
მოსწავლე ვერ სცემს პასუხს I და II დონის შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
3
|
მოსწავლეს შეუძლია პუნქტუაციური და ინტონაციური ჩვევების ფორმირება
|
მოსწავლე ყოველთვის იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
მოსწავლე ზოგჯერ იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
მოსწავლე ვერ იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
4
|
მოსწავლეს უვითარდება ჯგუფებში მუშაობის უნარი
|
მოსწავლე ყოველთვისაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე ზოგჯერაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე ვერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
|
5
|
მოსწავლეს უმდიდრდება ლექსიკური მარაგი
|
მოსწავლე მეტყველების დროს ყოველთვის იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
მოსწავლე მეტყველების დროს ზოგჯერ იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
მოსწავლე მეტყველების დროს ვერ იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
დანართი 4
|
ტესტი
1) ციყვი დაბინავდა:
ა) ხეზე; ( 1 ქულა)
ბ) ხის ფუღუროში;
გ) ბუჩქის ძირას;
2) ციყვმა კარი გაუღო და შინ შეიპატიჟა:
ა) ყვავი;
ბ) ბუ; ( 1 ქულა)
გ) ბეღურა
3) ამ ზღაპრის მიხედვით ციყვი არის:
ა) სტუმართმოყვარე და დაკვირვებული;
ბ) ბოროტი და გულგრილი ; ( ქულა)
გ) ზარმაცი და უქნარა;
4) ციყვს დაესმის კითხვა:
ა) ვინ ?
ბ) როგორი? ( 1 ქულა)
3) რა?
5) ციყვი არის:
ა) ერთმარცვლიანი სიტყვა;
ბ) ორმარცვლიანი სიტყვა; ( 1 ქულა)
გ) ოთხმარცვლიანი სიტყვა;
6)სიტვაში „ ციყვი“ არის:
ა) ორი ხმოვანი და სამი თანხმოვანი; ( 1 ქულა)
ბ) სამი ხმოვანი და სამი თანხმოვანი;
გ) ორი ხმოვანი და ოთხი თანხმოვანი;
რეფლექსია
გულნაზ ბასილაძე
თარიღი: 8.12.2017.
კლასი: II დ
თემა:აკაკი გელოვანის „ციყვის სტუმრები“
რატომ ავირჩიე კონკრეტული კლასი და თემა?
ამ ასაკის მოსწავლეების ლექსიკური მარაგი მწირია ასაკობრივ სტანდარტის გათვალისწინებით. არ იციან ბევრი სიტყვის მნიშვნელობა. შესაბამისად, თხრობითი მეტყველება ღარიბია. წინადადებები მარტივი და მოკლეა, იყენებენ სიყტყვებს შორის პაუზებს. მეორეკლასელი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ კითხულობს გამართულად, სჭირდება დახმარება ტექსტის გააზრებაში. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ავთენტურ თემატიკასა და სწორად შერჩეულ ეფექტურ აქტივობებს.
მივაღწიე თუ არა დასახულ მიზანს?
გაკვეთილის მიზანი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა უნარების (მსჯელობის,ანალიზი,როლური თამაში) პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ დაინახეს, რომ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ მშობლების რჩევა-დარიგება, იყვნენ ყურადღებიანი და დაკვირვებულები, რათა საფრთხე თავიდან აიცილონ.
საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და აქტიური იყო, რადგანაც რესურსების მრავალფეროვნება იძლეოდა ამის საშუალებას. ჩემი სამუშაოს მიზნის მიღწევა გამოჩნდა იმ აქტივობებში, რომლებიც მოსწავლეებმა ჩემგან დამოუკიდებლად სპექტაკლის სახით წარმოადგინეს. მათ შეძლეს დაკვირვებით წაეკითხათ თითოეული წინადადება, კიდევ ერთხელ ეფიქრათ იმაზე, თუ რა რჩევა -დარიგებას აძლევენ მათ მშობლები და რამდენად ითვალისწინებენ ისინი მათ ნათქვამს. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს იმაზე თუ , რატომ არ უნდა გაარჩიონ სტუმარი და როგორ უნდა გაუმასპინძლდნენ თითოეულს, რას ნიშნავს იყო თავაზიანი და რატომ უნდა გამოიყენონ საუბრისას თავაზიანი მიმართვები?
გაიხსენეს შესწავლილი მოთხრობები და გაავლეს პარალელები. ისაუბრეს ტყის ბინადარ ცხოველებზე , ფრინველებზე, რომლებსაც სარგებლობა მოაქვთ ტყისთვის.
გარდა ამისა,ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ტყეს სასოცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის.
მრავალაფეროვანი მეთოდების გამოყენება , დაეხმარა მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ კონკრეტული თემები: სტუმრის მიღების წესები, თავაზიან ქცევები, მიმართვები, რჩევა-დარიგებები .
გაკვეთილის დაგეგმვისას ყოველთვის ვფიქრობ ერთ მთავარ საკითხზე, რომ უნდა გავითვალისწინო მთავარი ფაქტორი--სასწავლო პროცესი ზოგჯერ შეიძლება ვერ წარიმართოს ზუსტად იმ პრინციპით, როგორც ვგეგმავთ. ნებისმიერი გეგმა შესაძლებელია მოითხოვდეს მოდიფიცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, ვიცოდი, რომ დროის ლიმიტთან შესაძლებელია შემქმნოდა პრობლემა. გაკვეთილის პროცესშივე კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე აქტივობებს შორის ეფექტურად გადავანაცვლე დრო, რამაც გაამართლა კიდევაც.
გაკვეთილისათვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ იგი არ სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და გათვლილი იყო კითხვის სტრატეგიების განვითარებაზე. მოსწავლეებმა შეძლეს ენობრივ მასალაზე დაკვირვებით სიტყვის პირამიდის აგება, ასევე თხზულების შედგენა ფოტომასალის საშუალებით და როლური თამაშის წარმოდგენა, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. მონაწილე მოსწავლეებმა ზუსტად მოირგეს პერსონაჟების ამპლუა და მათ ასევე შეძლეს ხმაბაძვით გადმოეცათ თითოეული პერსონაჟის სათქმელი.
რას შევცვლიდი და რატომ , სამომავლოდ დაგეგმილ გაკვეთილში?
სამომავლოდ აუცილებლად შევიტანდი ცვლილებებს. თითოეულ ჯგუფს მივცემდი განსხვავებულ დავალებებსა და რესურსებს, რათა უფრო მეტი საშუალება გაჩნდეს მოსწავლეთა მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
გავეთილის შედეგად განვითარებული კომპეტენციები:
· სურათის მიხედვით თხზულების შედგენა;
· თანამშრომლობა;
· კომუნიკაცია;
· პასუხისმგებლობა;
· პრეზენტაცია;
I-დ კლასი.
ღია გაკვეთილი დედაენაში.
2017 წ.7 თებერვალი.ჯიპრაიდის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.I კლასი
ბათუმის მე-4 საჯარო
სკოლა
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა
საფეხური: დაწყებითი
კლასი: მე-3(დ)
მოსწავლეთა რაოდენობა:
28, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე -1.
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
თარიღი:27.11.2018.
გაკვეთილის თემა
|
,,ჩონგური“ აკაკი წერეთლი (სიმღერა პოემიდან ,,ნათელა“)
|
ესგ-ს შედეგები/ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).6.
მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად
კითხვა. ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს
მასწავლებლის
მიერ მითითებულ ეპიზოდს,
მცირე ზომის ტექსტებს;
ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების
წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და
არავერბალური
ფორმით მოწოდებული
ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის)
ურთიერთდაკავშირება.
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს,
ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
|
გაკვეთილის მიზნები
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის ხმამაღლა,
თავისუფლად,სწორი ინტონაციით
წაკითხვა
,პაუზის დაცვა სასვენ ნიშნებთან; თხრობითი ტექსტისაგან
განსხვავებული სახის
მქონე ნაწარმოების (ლექსის)
თავისებურებების გააზრება; ლექსის ინტონაციის სწორად
გადმოცემის ნიმუშის ჩვენება. წაკითხულის შინაარსის
გააზრება და საკუთარი სიტყვებით
გადმოცემა.
სსსმ მოსწავლე - შეუძლია
კარნახით დაწეროს სიტყვები,
ფრაზები,წინადადებები.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ ტექსტის გამართულად წაკითხვა,
წაკითხული შინაარსის
გააზრება. იციან სიტყვების:
რითმა,ავტორი,პოეტი,აბზაცი,მწერალი
-მნიშვნელობა.
აქვთ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.ფლობენ
ტექნიკურ უნარ-ჩვევებს და მარტივად ასრულებენ
მასწავლებლის მიერ მიცემულ
დავალებებს.
სსსმ მოსწავლეს შეუძლია- ნელა კითხვა,მარტივ კითხვაზე
პასუხის გაცემა ,სხვის მიერ
წაკითხულის ან ახსნილის
თხრობით გადმოცემა,ჯგუფური მუშაობა,წერა.
კარგად ფლობს
კომპიუტერულ ტექნიკას.
|
აქტივობები
|
მისალმება-განწყობა-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
აქტივობა 1
- გონებრივი იერიში
(წინარე ცოდნის გააქტიურება სლაიდების
ჩვენებით დრო 3 წთ).
I ფაზა - წაკითხვამდე: სლაიდზე ვაჩვენებ
ქართველი მწერლების ფოტოებს.მოსწავლეებმა უნდა
ამოიცნონ,
დაასახელონ და რამდენიმე წინადადებით
შეძლონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემა მათ
შესახებ ;
სსსმ მოსწავლე
ამოიცნობს სლაიდზე რომელიმე
მწერლის ფოტოს
და დაასახელებს.
aqtivoba 2. mosmena, metyveleba. (
8 წთ)
მასწავლებელი გაკვეთილის ლექსის ფორმაზე,
სათაურსა და ავტორზე ყურადღების გამახვილებით
იწყებს ( აკაკი წერეთელი, ,,ჩონგური“).
აჩვენებს
ჩონგურს და მოასმენინებს სიმღერას ჩონგურზე.
(https://www.youtube.com/watch?v=V77l4UUUNHM
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ
სლაიდს,სადაც მოცემულია ლექსი და სვამს შეკითხვებს:
ა) როგორ ვხვდებით ,რომ ჩვენ წინაშე ლექსია და არა
მოთხრობა?
(მოსწავლეები შეძლებენ მათი ცოდნის ფარგლებში
ჩამოაყალიბონ პასუხი: მოთხრობისაგან განსხვავებით,
ლექსს უფრო მოკლე სტრიქონები აქვს. ლექსს
ფურცლის შუა ნაწილში წერენ.მას არა აქვს აბზაცები.)
ა)დააკვირდით,ამ ლექსის პირველ სტრიქონში რამდენი
მარცვალია?
ბ)როგორ ფიქრობთ,სხვა სტრიქონებშიც ამდენივე
მარცვალია?
გ)რა არის ამ ლექსის სათაური? ვინ
არის მისი ავტორი?
დ) კიდევ რა გამოარჩევს
ლექსს მოთხრობისაგან,ს
ტრიქონების ბოლოს რა აქვს ხოლმე მას?
ე) ჩუმად წაიკითხეთ
ლექსის პირველივე გამოყოფილი
ნაწილი- ოთხი სტრიქონი და იპოვეთ აკაკი წერეთლის
გარითმული
სიტყვები( ნელაო-დელაო/ ნელა-ნელაო--დელა-
-დელაო).
II ფაზა ტექსტის წაკითხვა და დამუშავება
აქტივობა 3. სტროფებად კითხვა.
მიზანი-
ტექსტის გააზრება
( 10 წთ)
mosmena, kiTxva,
metyveleba
მასწავლებელი კითხულობს ლექსს
მთლიანად.
აჩვენებს მოსწავლეებს ლექსის ინტონაციის სწორად
გადმოცემის ნიმუშს. თითოეული სტროფის
წაკითხვის შემდეგ ჩერდება და სვამს კითხვებს.
1)პირველი სტროფის წაკითხვის შემდეგ:
ა) შეგიძლიათ, მიჩვენოთ ჩონგურის სიმები და
მოსამართავი? (მასწავლებელს
თვალსაჩინო
ადგილას აქვს დაკიდული ჩონგური).
სსსმ მოსწავლე აჩვენებს ჩონგურის სიმებსა და მოსამართავს.
ბ) რომელი სიტყვებით გამოხატა პოეტმა,
რომ ჩონგურის
სიმები კარგად მოუმართავს?
( შევუხმატკბილე ერთმანეთს).
გ) ქართული სიმღერების რომელი მისამღერია
ამ ლექსში?
(ოდელა-დელა-დელაო.)
2)მეორე სტროფის წაკითხვის შემდეგ:
ა)განმარ ტ ავს უცხო სიტყვას,,ჰანგი“.
სსსმ
მოსწავლე დაფაზე გაკრულ ფლიპჩარტზე წერს
უცხო სიტყვას და განმარტებას.
ბ) რის შესახებ ამბობს პოეტი, ,,წკრიალებს ერთად ყველაო’’?
გ) უშლიან თუ
არა ხელს ერთმანეთს სიმები იმით,
რომ თითოეულს თავისი ჰანგი აქვს,თავისი
განსაკუთრებული
ხმა აქვს?
დ) როგორ ახსნით მესამე სტრიქონს,
რას ნიშნავს სიტყვები:
,,ერთი-მეორის თანხმობით’’?
3)მესამე სტროფის წაკითხვის შემდეგ:
ა) თუ ერთი რომელიმე სიმი გაწყდება,რა
საშიშროება
ელის ჩონგურს?
4) მეოთხე სტროფის წაკითხვის შემდეგ:
ა) პოეტმა მთელი საქართველო ჩონგურს შეადარა.
რას შეადარა
მან საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში მცხოვრები ადამიანები?
ბ) ამ ლექსის მიხედვით,რა უნდა ქნან დანარჩენებმა,
თუ
ერთი რომელიმე კუთხე გასაჭირში აღმოჩნდება?
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს იყო თუ არა
ლექსი
სასიამოვნოდ მოსასმენი,კეთილხმოვანი?
ლექსის მთავარი სათქმელის ამოსაცნობად :-გაიხსენეთ,
ლექსის
ბოლო სტროფში რა შეადარა პოეტმა ჩონგურს?
აქტივობა
4. ,,ექო მკითხველი“
მასწავლებელი კითხულობს პირველ ორ სტრიქონს,
იმავეს
ერთად ხმამაღლა კითხულობენ ბავშვები,
მასწავლებელი წაიკითხავს მომდევნო ორ სტრიქონს
,
იმავეს წაიკითხავენ ბავშვები.
სსსმ მოსწავლე მონაწილეობს აქტივობაში ,,ექო მკითხველი“.
III ფაზა . რეფლექსია, განმტკიცება-გამთლიანება
წაკითხვის შემდეგ.
აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა( მიზანი -ახალი
მასალის განმტკიცება
.(7 წთ)
მასწავლებელი ჯგუფებს უნაწილებს თაბახზე ამობეჭდილ
ლექსს( თითო სტროფს) და სთხოვს მოსწავლეებს
გააშინაარსონ.შემდეგ კი წარმოადგინონ
პრეზენტაცია.
(რუბრიკა.იხ.დანართი 1; 2;)
სსსმ მოსწავლე მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში.
ჯგუფის წევრები კარნახობენ,
თვითონ წერს.
შეჯამება.
აქტივობა 6. ონლაინ რესურსი.
https://learningapps.
org/display?v=p8620e8en18
ახსნილ მასალასთან დაკავშირებით სახალისო
ვიქტორინა კომპიუტერში, მიზანი - ციფრული
კომპეტენციების
განვითარება მოსწავლეებში 10 წთ.
( რუბრიკა იხ. დანართი 3)
სსსმ მოსწავლე
მონაწილეობს ვიქტორინაში.
საშინაო დავალება:
თავისუფალი თემა: ,,ჩემი საქართველო“.
შეფასება/თვითშეფასება : განმავითარებელი,
დაკვირვება წინასწარ (2 წთ): მასწავლებელი აკვირდება
მოსწავლეების მუშაობას და აკეთებს სპეციალურ
ჩანაწერებს,
ე.წ. ჩეკლისტისა და მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის
წინასწარ შედგენილი სქემის გამოყენებით.შეფასებისას
იყენებს ინდივიდუალურ
და ჯგუფურ განმავითარებელ
კომენტარებს შემუშავებული რუბრიკების მიხედვით.
(იხ.დანართი 4)
ინტერნეტ-რესურსები powerpoint -ისთვის.
https://www.google.ge/search?q=%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%
https://www.google.ge/search?q=%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91+%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjmg_Wk8pLeAhWKwosKHU-pAUsQ_AUIDigB&biw=1518&bih=723#imgrc=_Vt441d1SR6a0M:
https://www.google.ge/search?biw=1518&bih=723&tbm=isch&sa=1&ei=AgLKW8W4MNKprgTJmavAAw&q=%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&oq=%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AD%E1%83%90&gs_l=img.1.0.0l3j0i30k1.139598.143452.0.145189.21.12.0.1.1.0.357.1770.0j8j0j1.9.0....0...1c.1.64.img..12.8.1467...0i67k1.0.xjIYVg6wnU0#imgrc=PCLO2wZqG3Xu5M:
https://www.google.ge/search?biw=1518&bih=723&tbm=isch&sa=1&ei=lQLKW7enGOSArwS7gZywDg&q=%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98+%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&oq=%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98+%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&gs_l=img.3..0.88960.95657.0.96503.28.14.0.7.7.0.447.1933.0j5j3j0j1.9.0....0...1c.1.64.img..13.15.1824.0..0i67k1j0i30k1.0.iwYD7mfzQZQ#imgrc=FkathOgwDHBegM:
https://www.google.ge/search?biw=1518&bih=723&tbm=isch&sa=1&ei=BR_KW8u9Aa_NrgTBgaL4Cg&q=%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D&oq=%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D&gs_l=img.3...5091.12842.0.13293.40.18.0.3.3.0.168.1991.0j14.14.0....0...1c.1.64.img..26.7.604.0..0j0i67k1j0i5i30k1.0.6rHuGADtNRI#imgrc=1vjJE3DAMk5cZM:
|
დანართი 1
პრეზენტატორის შეფასება
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1.საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ყოველთვის საუბრობს გამართულად
და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ზოგჯერ საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ვერ საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
2. მოსწავლეს შეუძლია ლექსის გაშინაარსება
|
მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია ლექსის გაშინაარსება
|
მოსწავლეს ზოგჯერ შეუძლია ლექსის გაშინაარსება
|
მოსწავლე ვერ აშინაარსებს ლექსს
|
3. იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ზოგჯერ იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი 2
ჯგუფური მუშაობის
შეფასების სქემა
N
|
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა
წარუმატებელია
|
1
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
|
ყველა ჩართულია
+
|
უმრავლესობა ჩართულია v
|
ყველა წევრი არ არის ჩართული -
|
2
|
აზრის გაზიარება
|
უსმენენ და უზიარებენ ერთმანეთს აზრს
|
ნაკლებად უზიარებენ
|
არ უსმენენ და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
3
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ზუსტად არ მისდევენ ინსტრუქციას
|
დანართი 3.
4
|
3
|
2
|
1
|
|
ტექნოლოგია
|
ვიყენებ
კლავიატურას სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
მცირე
დახმარებით ვიყენებ კლავიატურას
სახალისო
დავალების ვიქტორინის დროს.
|
გარკვეული
დახმარებით ვიყენებ კლავიატურას სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
არ
ვიყენებ კლავიატურას
სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
დანართი 4
მოსწავლის შეფასების
სქემა
N1
|
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1
|
მოსწავლე კითხულობს
და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ყოველთვის
კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ზოგჯერ
კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ვერ
კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
2
|
მოსწავლეს განვითარებული
აქვს აზროვნებისა და მეტყველების სტრატეგიები
|
მოსწავლე ყოველთვის
სცემს პასუხს შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
მოსწავლე ზოგჯერ
სცემს პასუხს შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
მოსწავლე ვერ
სცემს პასუხს შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
3
|
მოსწავლეს შეუძლია
პუნქტუაციური და ინტონაციური ჩვევების ფორმირება
|
მოსწავლე ყოველთვის
იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
მოსწავლე ზოგჯერ
იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
მოსწავლე ვერ
იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
4
|
მოსწავლეს უვითარდება
ჯგუფებში მუშაობის უნარი
|
მოსწავლე ყოველთვისაა
ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე ზოგჯერაა
ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე ვერ
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
|
5
|
მოსწავლეს უმდიდრდება
ლექსიკური მარაგი
|
მოსწავლე
მეტყველების დროს ყოველთვის იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
მოსწავლე მეტყველების
დროს ზოგჯერ იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
მოსწავლე მეტყველების
დროს ვერ იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
No comments:
Post a Comment