გაკვეთილის გეგმა
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლა
საფეხური: დაწყებითი
კლასი: მე-3(დ)
მოსწავლეთა რაოდენობა: 28, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე -1.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თარიღი: 17.10.2018.
მასწავლებელი: გულნაზ ბასილაძე
თემა: ი.გოგებაშვილის მიხედვით ,,პატარა საქართველო სპარსეთში’’.
გაკვეთილის მიზანი/სწავლის შედეგები (ცოდნა,უნარ-ჩვევები,დამოკიდებულებები)
ü მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის მოსმენას, გაგება-გააზრებასა და გადმოცემას;
ü მოსწავლე შეძლებს ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთადაკავშირებას.
ü შეძლებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და მეტყველების დროს გამოყენებას;
ü შეძლებს მცირე მოცულობის ტექსტის შედგენას;
ესგ სატანდარტები:
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
მიმართულება :კითხვა
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მიმართულება :წერა
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ :
Ø ამოიცნობს ტექსტის თემას;
Ø ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
Ø ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);
Ø ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
Ø აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს;
Ø აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
Ø თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს;
Ø თანამიმდევრულად აგებს თხრობას;
Ø ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებას (მაგ., საინფორმაციო ტექსტების შედგენისას).
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები: საერთო საკლასო,ინდივიდუალური და ჯგუფური;
სასწავლო მასალა და რესურსები: (ტექსტი,ფოტომასალა,ინტერნეტრესურსები,კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,მე-3 კლ.სახელმძღვანელო,ფლიფჩარტები.)
გაკვეთილის მსვლელობა:
მისალმება-განწყობა-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
აქტივობა 1 - გონებრივი იერიში (წინარე ცოდნის გააქტიურება სლაიდების ჩვენებით დრო 3წთ).
I ფაზა - წაკითხვამდე: სლაიდზე ვაჩვენებ ქართველი მეფეების ფოტოებს და საქართველოს რუკას;
ა) რომელი მეფის ფოტოა სლაიდზე გამოსახული?
ბ)რა ინფორმაციას ფლობთ მეფეებთან დაკავშირებით?
გ) რომელი ქვეყანაა ამ რუკაზე გამოსახული?
დ)რა იცით საქართველოს შესახებ?
ე)რომელი ქვეყნები ესაზღვრება საქართველოს?
ვ) ცხოვრობენ თუ არა ქართველები საქართველოს ფარგლებს გარეთ?
ზ)შეგიძლიათ გაიხსენოთ მათ შესახებ?
აქტივობა 2 . პრეზენტაცია.( მინიდიალოგის გათამაშება ერთსა და იმავე თემაზე/საკითხზე განსხვავებული სამეტყველო სიტუაციების შეთავაზებით , სხვადასხვა ადრესატთან მაგ: მასწავლებელთან,თანაკლასელთან და სხვა.5წთ) . მიზანი-მოსწავლეთა შემზადება ახალი მასალის ასახსნელად.
მასწავლებელი ახალი მასალის ახსნას აკავშირებს მინიდიალოგის თემას, აძლევს დავალებას და აცნობს შეფასების რუბრიკას.(შეფასების რუბრიკა იხ.დანართი 1)
II ფაზა ტექსტის წაკითხვა და დამუშავება
აქტივობა 3. - აბზაცებით კითხვა. მიზანი- ტექსტის გააზრება.
აქტივობა 4.- სიტყვის კედელი . მიზანი - ლექსიკური მარაგის გამდიდრება
( ტექსტი მომზადებულია power point-ში ). დრო 6 წთ.
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს წინასწარ დაყოფილ მონაკვეთებად და დროდადრო სვამს კითხვებს.
პირველ პაუზას აკეთებს პირველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
კითხვა: 1)რა მოიწადინა მე-17 საუკუნეში სპარსეთის ხელმწიფემ?
2)რა იყო შაჰის სურვილი?
მეორე პაუზა: მეორე აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
კითხვა: 1)რა გადაწყვიტა შაჰმა?
2)სად უნდოდა მას ქართველების დასახლება?
მესამე პაუზა: მესამე აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
კითხვა:1)რამ დაქანცა პატარა კახეთი?
2)რატომ ვერ დაეხმარნენ ქართლელები კახელებს?
3)სად გაგზავნა შაჰმა ნახევარი კახეთი?
4) ვინ არიან ქართველების ჩამომავალნი?
აიხსნება უცხო სიტყვები: სპარსეთი-ირანი;მოწადინებული-მონდომებული; სპარსეთთან შეესისხლხორცებინა- სპარსელებად ექცია; ოსმალეთი- თურქეთი; ფერეიდანი -ირანის ერთ-ერთი მხარე;
III ფაზა . რეფლექსია, განმტკიცება-გამთლიანება წაკითხვის შემდეგ.
აქტივობა 5. ფრონტალურ კითხვები და პასუხები.( მიზანი -ახალი მასალის განმტკიცება კითხვა -პასუხით.(6 წთ)
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს. პასუხს გასცემენ დაბალი დონის კითხვებს:
1. რა გაიმართა სპარსელებსა და ქართველებს შორის მე-17 საუკუნეში?
2. ვის სურდა კახეთის დამონება?
3. ვინ უნდა გადმოესახლებინა შაჰს კახეთში?
4. სად უნდა დაესახლებინა შაჰს კახელები?
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი სვამს უფრო მაღალი დონის კითხვებს:
1. სად მდებარეობს ფერეიდანი?
2. რომელი საუკუნიდან ცხოვრობენ იქ ქართველები?
3. ქართველების რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?
4. საქართველოს რომელი კუთხეებია ნახსენები ტექსტში?
აქტივობა 6. თამაში ლექსიკური ერთეულებით. მიზანი - ენობრივი ლექსიკური ერთეულების გააზრება და კონტექსტის მიხედვით გამოყენება ( 3წთ)
ორ ან მეტცნებიან კომპოზიტებში ფუძეთა გამოყოფა ( მაგ: შესისხლხორცებული, თავგზააბნეული,უსახლკარო,ხელფეხშეკრული,გონებაწართმეული.იხ.დანართი 2)
აქტივობა 7. ჯგუფური მუშაობა . მიზანი -პერსონაჟის დამახასიათებელი სიტყვების,ფრაზების,წინადადებების /ეპიზოდების მოძებნა და ამოწერა.ნაცნობი და უცნობი ლექსიკის აქტივაცია -მათი გამოყენებით ახალი წინადადებების შედგენა (8წთ. შეფასების რუბრიკა იხ.დანართი 3)
ჯგუფებმა ტექსტის მიხედვით უნდა დაახასიათონ შაჰი,კახელები,ქართველები და სპარსელები.წარმოადგენენ პრეზენტაციას.
აქტივობა 8. ახსნილ მასალასთან დაკავშირებით სახალისო ვიქტორინა კომპიუტერში, მიზანი - ციფრული კომპეტენციების განვითარება მოსწავლეებში 4წთ.(იხ. დანართი 4)
საშინაო დავალება ( 2 წთ): მოიძიონ მცირე ინფორმაცია Internet,Google-ის გამოყენებით თემაზე:,, ფერეიდნელი ქართველები’’.
შეფასება/თვითშეფასება : განმავითარებელი, დაკვირვება წინასწარ (2 წთ): მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს, ე.წ. ჩეკლისტისა და მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის წინასწარ შედგენილი სქემის გამოყენებით.შეფასებისას იყენებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ განმავითარებელ კომენტარებს შემუშავებული რუბრიკების მიხედვით.(იხ.დანართი 5)
დანართი 1
პრეზენტატორის შეფასება
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1.საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ყოველთვის საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ზოგჯერ საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
მოსწავლე ვერ საუბრობს გამართულად და თავდაჯერებულად
|
2. შედგენილი მოთხრობა ილუსტრაციის შესაბამისია
|
მოსწავლე ყოველთვის ადგენს ილუსტრაციის შესაბამის მოთხრობას
|
მოსწავლე ზოგჯერ ადგენს ილუსტრაციის შესაბამის მოთხრობას
|
მოსწავლე ვერ ადგენს ილუსტრაციის შესაბამის მოთხრობას
|
3. იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ყოველთვის იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ზოგჯერ იცავს დროის ლიმიტს
|
მოსწავლე ვერ იცავს დროის ლიმიტს
|
დანართი 2
ორ ან მეტცნებიან კომპოზიტებში ფუძეთა გამოყოფა
შესისხლხორცებული -
თავგზააბნეული-
უსახლკარო-
ხელფეხშეკრული-
გონებაწართმეული-
N
|
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა
წარუმატებელია
|
1
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
|
ყველა ჩართულია
+
|
უმრავლესობა ჩართულია v
|
ყველა წევრი არ არის ჩართული -
|
2
|
აზრის გაზიარება
|
უსმენენ და უზიარებენ ერთმანეთს აზრს
|
ნაკლებად უზიარებენ
|
არ უსმენენ და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
3
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ზუსტად არ მისდევენ ინსტრუქციას
|
დანართი 3
ისტის გამოყენების შეფასების რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
| |
ტექნოლოგია
|
ვიყენებ კლავიატურას სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
მცირე დახმარებით ვიყენებ კლავიატურას
სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
გარკვეული დახმარებით ვიყენებ კლავიატურას სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
არ ვიყენებ კლავიატურას
სახალისო დავალების ვიქტორინის დროს.
|
დანართი 4
მოსწავლის შეფასების სქემა
N1
|
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
1
|
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ყოველთვის კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ზოგჯერ კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
მოსწავლე ვერ კითხულობს და აანალიზებს ტექსტს
|
2
|
მოსწავლეს განვითარებული აქვს აზროვნებისა და მეტყველების სტრატეგიები
|
მოსწავლე ყოველთვის სცემს პასუხს I და II დონის შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
მოსწავლე ზოგჯერ სცემს პასუხს I და II დონის შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
მოსწავლე ვერ სცემს პასუხს I და II დონის შეკითხვებს,ყურადღებას ამახვილებს ლოგიკურ თანმიმდევრობაზე
|
3
|
მოსწავლეს შეუძლია პუნქტუაციური და ინტონაციური ჩვევების ფორმირება
|
მოსწავლე ყოველთვის იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
მოსწავლე ზოგჯერ იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
მოსწავლე ვერ იყენებს პუქტუაციურ და ინტონაციურ ჩვევებს
|
4
|
მოსწავლეს უვითარდება ჯგუფებში მუშაობის უნარი
|
მოსწავლე ყოველთვისაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე ზოგჯერაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე ვერ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
|
5
|
მოსწავლეს უმდიდრდება ლექსიკური მარაგი
|
მოსწავლე მეტყველების დროს ყოველთვის იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
მოსწავლე მეტყველების დროს ზოგჯერ იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
მოსწავლე მეტყველების დროს ვერ იყენებს მრავალფეროვან ცნებებს
|
15.04 2019.
კლასი : I (5)
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა
თავისუფალი გაკვეთილი
მიზანი: ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.
აქტივობა : დიორამის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს ტექსტის გაგება–გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით შეგვიძლია შევთავაზოთ.
მოსწავლეებმა თავიანთი სურვილის შესაბამისად შექმნეს , დაასათაურეს და აღწერეს რა გააკეთეს , როგორ გააკეთეს, რაზე გაამახვილეს ყურადღება , რომელი დეტალები მოეწონათ და რატომ.
16.11.2018. თავისუფალი გაკვეთილი
თემა: ,,როგორ გაჩნდა ღვინო"
პრეზენტაცია:,, ქართული ვაზის ჯიშები"
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო,წყვილებში,ინდივიდუალური,ჯგუფური.
No comments:
Post a Comment