ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა.




ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა



ჯგუფებს ეძლევათ დავალება, მოსწავლის შემთხვევის აღწერაზე დაყრდნობით შეადგინონ გაკვეთილის გეგმა, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მიზნები და აქტივობები კლასისთვის, ასევე სსსმ მოსწავლის ისგ მიზანი (ესგ - მოდიფიკაციის სახეები), და იდენტიფიცირებული იქნება გაკვეთილის მიზანი და აქტივობები სსსმ მოსწავლისთვის. სსსმ მოსწავლის გაკვეთილის მიზანი და აქტივობები შესაბამისობაში უნდა იყოს კლასის მიზანთან და აქტივობებთან

შემსრულებლის სახელი, გვარი

სსიპ ბათუმის N 4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გულნაზ ბასილაძე



გაკვეთილის თემა: ი.გოგებაშვილის მიხედვით ,,პატარა საქართველო სპარსეთში’’.

კლასი - III (დ)

მოსწავლეთა რაოდენობა -29
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა -1
გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი:
1-      მიზანი/მიზნები მთელი კლასისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.


მიმართულება :კითხვა

ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

მიმართულება :წერა
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ :

Ø  ამოიცნობს ტექსტის თემას;
Ø  ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;

Ø  ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);
Ø  ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი,როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
Ø  აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს;

Ø  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის    არსებით ინფორმაციას;

  • ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
  • თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის ეპიზოდის შინაარსს;
  • თანამიმდევრულად აგებს თხრობას;
Ø  ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების, ფრაზების გამოყენებას (მაგ., საინფორმაციო ტექსტების შედგენისას).



2-      მიზანი/ მიზნები სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით
·         შეუძლია სხვის მიერ წაკითხული ტექსტის შინაარსით გადმოცემა;
·         შეუძლია მოქმედი პირების დასახელება.
·         შეუძლია კარნახით დაწეროს პერსონაჟის დამახასიათებელი სიტყვები,ფრაზები,წინადადებები.



1)      წინაპირობა - რა ცოდნას, უნარებს ფლობენ მოსწავლეები ამ ეტაზე, რომ წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზანს
               კითხვა, მსჯელობა,გააზრება,შინაარსის გაგება,ჯგუფური მუშაობა,ინდივიდუალური მუშაობა.
2)      წინაპირობა  - რა ცოდნას, უნარებს ფლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლე რომ წარმატებით მიაღწიონ დასახულ მიზანს
კითხვა,მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა წერილობით,სხვის მიერ წაკითხულის ან ახსნილის თხრობით გადმოცემა,ჯგუფური მუშაობა,წერა.



გაკვეთილი ააგეთ 3 ფაზიანი მოდელის გათვალისწინებით:
·         გამოწვევა
·         მიმდინარეობა
·         დასრულება

აქტივობა მთელი კლასისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
1. აქტივობა 1 -  გონებრივი იერიში (წინარე ცოდნის გააქტიურება სლაიდების ჩვენებით )
I  ფაზა  -    წაკითხვამდე: სლაიდზე ვაჩვენებ  ქართველი მეფეების ფოტოებს  და საქართველოს რუკას;
ა) რომელი მეფის ფოტოა სლაიდზე გამოსახული?
ბ)რა ინფორმაციას ფლობთ მეფეებთან დაკავშირებით?
გ) რომელი ქვეყანაა ამ რუკაზე გამოსახული?
დ)რა იცით საქართველოს შესახებ?
ე)რომელი ქვეყნები ესაზღვრება საქართველოს?
ვ) ცხოვრობენ  თუ არა ქართველები საქართველოს ფარგლებს გარეთ?
ზ)შეგიძლიათ გაიხსენოთ მათ შესახებ?




 3 წთ.
კითხვები
  1. ავსებს გონებრივი იერიშის რუკას ,,საქართველოს მეფეები“,
რომლებსაც მოსწავლეები ასახელებენ.
დავით აღმაშენებელი
ვახტანგ მეფე
თამარ მეფე
საქართვლოს მეფეები
3 წთ
დაფა,ცარცი.
2. აქტივობა 2 . პრეზენტაცია.( მინიდიალოგის გათამაშება ერთსა და იმავე თემაზე/საკითხზე განსხვავებული სამეტყველო სიტუაციების შეთავაზებით , სხვადასხვა ადრესატთან მაგ: მასწავლებელთან,თანაკლასელთან და სხვა.) .  მიზანი-მოსწავლეთა შემზადება ახალი მასალის ასახსნელად.

მასწავლებელი ახალი მასალის ახსნას აკავშირებს მინიდიალოგის  თემას, აძლეს დავალებას და აცნობს შეფასების რუბრიკას.(შეფასების რუბრიკა იხ.დანართი

5
სახელმძღვანელო.
2.დაუსვამს შეკითხვას თანაკლასელს?
ა) ვინ ებრძოდა საქართველოს?

5
სახელმძღვანელო,კითხვები.
II ფაზა  ტექსტის წაკითხვა და დამუშავება
აქტივობა 3. - აბზაცებით კითხვა.  მიზანი- ტექსტის გააზრება.
აქტივობა 4.- სიტყვის კედელი .  მიზანი - ლექსიკური მარაგის გამდიდრება
( ტექსტი მომზადებულია power point-ში ).
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს წინასწარ დაყოფილ მონაკვეთებად  და დროდადრო სვამს კითხვებს.
პირველ პაუზას აკეთებს პირველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
კითხვა: 1)რა მოიწადინა მე-17 საუკუნეში სპარსეთის ხელმწიფემ?
              2)რა იყო შაჰის სურვილი?
მეორე პაუზა: მეორე აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
   კითხვა: 1)რა გადაწყვიტა შაჰმა?
                  2)სად უნდოდა მას ქართველების დასახლება?
მესამე პაუზა: მესამე აბზაცის წაკითხვის შემდეგ:
კითხვა:1)რამ დაქანცა პატარა კახეთი?
              2)რატომ ვერ დაეხმარნენ ქართლელები კახელებს?
             3)სად გაგზავნა შაჰმა ნახევარი კახეთი?
            4) ვინ არიან ქართველების ჩამომავალნი?
 აიხსნება უცხო სიტყვები: სპარსეთი-ირანი;მოწადინებული-მონდომებული; სპარსეთთან შეესისხლხორცებინა- სპარსელებად ექცია; ოსმალეთი- თურქეთი; ფერეიდანი -ირანის ერთ-ერთი მხარე;







6
სახელმძღვანელო,კითხვები
3.მისთვის წინასწარ მომზადებულ კითხვებს გასცეს მოკლე პასუხები.

ა) ვინ იყო შაჰი?
ბ) რა სურდა შაჰს?
გ)სად გადაასახლა ქართველები შაჰმა?
6
სახელმძღვანელო,კითხვები
4 III ფაზა . რეფლექსია, განმტკიცება-გამთლიანება
წაკითხვის შემდეგ.












აქტივობა 5.   ფრონტალურ კითხვები  და პასუხები.( მიზანი -ახალი მასალის განმტკიცება კითხვა -პასუხით.
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს. პასუხს გასცემენ  დაბალი დონის კითხვებს:
1.       რა გაიმართა სპარსელებსა და ქართველებს შორის მე-17 საუკუნეში?
2.       ვის სურდა კახეთის დამონება?
3.       ვინ უნდა გადმოესახლებინა შაჰს კახეთში?
4.       სად უნდა დაესახლებინა შაჰს კახელები?
ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით მასწავლებელი სვამს უფრო მაღალი დონის კითხვებს:
1.       სად მდებარეობს ფერეიდანი?
2.       რომელი საუკუნიდან ცხოვრობენ იქ ქართველები?
3.       ქართველების რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?
4.       საქართველოს რომელი კუთხეებია ნახსენები ტექსტში?

აქტივობა  6. თამაში ლექსიკური ერთეულებით.  მიზანი -  ენობრივი ლექსიკური ერთეულების გააზრება და კონტექსტის მიხედვით გამოყენება
ორ ან მეტცნებიან კომპოზიტებში ფუძეთა გამოყოფა  ( მაგ: შესისხლხორცებული, თავგზააბნეული,უსახლკარო,ხელფეხშეკრული,გონებაწართმეული.იხ.დანართი 5,6,7.)
    





აქტივობა 7. ჯგუფური მუშაობა .  მიზანი -პერსონაჟის დამახასიათებელი სიტყვების,ფრაზების,წინადადებების /ეპიზოდების მოძებნა და ამოწერა.ნაცნობი და უცნობი ლექსიკის აქტივაცია -მათი გამოყენებით ახალი წინადადებების შედგენა
ჯგუფებმა ტექსტის მიხედვით უნდა დაახასიათონ შაჰი,კახელები,ქართველები და სპარსელები.წარმოადგენენ პრეზენტაციას.
აქტივობა 8. ახსნილ მასალასთან დაკავშირებით სახალისო ვიქტორინა  კომპიუტერში, მიზანი - ციფრული კომპეტენციების განვითარება მოსწავლეებში 4წთ.(იხ. დანართი 4)



საშინაო დავალება : მოიძიონ მცირე ინფორმაცია Internet,Google-ის გამოყენებით თემაზე : ,,ფერეიდნელი ქართველები’’.
შეფასება/თვითშეფასება: განმავითარებელი, დაკვირვება წინასწარ: მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და აკეთებს სპეციალურ ჩანაწერებს, ე.წ. ჩეკლისტისა და მოსწავლეთა მუშაობის მონიტორინგის წინასწარ შედგენილი  სქემის გამოყენებით.შეფასებისას იყენებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ განმავითარებელ კომენტარებს შემუშავებული რუბრიკების  მიხედვით.

6











































3

























8


















4















2



2
სახელმძღვანელო,კითხვები




































სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები,კალამი.









კომპიუტერი







კომპიუტერი,სოციალური ქსელი
5.კითხულობს იმ აბზაცს ,რომელიც შეხვდება კითხვის  დროს.






















































.













მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში: ჯგუფის მონაწილეებთან ერთად ეძებს პერსონაჟის დამახასიათებელ სიტყვებს, ფრაზებს და  წერს როგორც თავის აზრს,ასევე ჯგუფის მონაწილეების აზრს.








ახსნილ მასალასთან დაკავშირებით მონაწილეობს ვიქტორინაში.







მოიძიებს მცირე ინფორმაციას Internet,Google-ის გამოყენებით თემაზე: ,,ფერეიდნელი ქართველები’’
6











































3

























8



















4















2




2
სახელმძღვანელი,კითხვები.






































































სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები,კალამი.
















კომპიუტერი














კომპიუტერი,სოციალური ქსელი



No comments:

Post a Comment

სსიპ ქალაქ ბათუმის 25-ე საჯარო სკოლა

2022 წლის 25 მაისი სასწავლო წლის დასასრულს პირველკლასელებმა ულამაზესი ღონისძიება გამართეს. დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიებაა, რომ...