ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.


ინდივიდუალური სასწავლო გეგმა



თარიღი: 2018-2019 ს.წ.

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

მასწავლებლის სახელი და გვარი: გულნაზ ბასილაძე

სფერო
ძლიერი მხარეები
სუსტი მხარეები
წერა
მეა კალამს იჭერს სამითა ჩაჭიდებით,იცავს რიგს,შეუძლია ნიმუშის მიხედვით წერა.

წერის დროს ვერ იცავს ასოებსა  და სიტყვებს შორის მანძილს.
კითხვა
ცნობს მხოლოდ 10 ასო-ბგერას,მასწავლებლის დახმარებით იმეორებს მარცვალს.
ვერ ცნობს ყველა ასო-ბგერას, ვერ კითხულობს.
თხრობა
შეუძლია მცირე ზომის ლექსის მოყოლა.ამბის თავისებურად გადმოცემა,უჭირს წინადადებების გამართულად აგება.
უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.არ შეუძლია წაკითხულის შინაარსის გადმოცემა.



მიმართულება:ზეპირმეტყველება.




·         მოსწავლე ადეკვატურად რეაგირებს მარტივ სამეტყველო სიტუაციაში.

·         მოსწავლე ცნობს და კითხულობს ასო-ბგერებს,აწყობს მარცვალსა და სიტყვას.

მოკლევადიანი მიზნები

·         მოსწავლე ამოიცნობს საუბრის თემას.
·         ასახელებს ასო-ბგერებს,მარცვლებსა და სიტყვებს.

             გრძელვადიანი მიზანი (წლიური)

მიმართულება :კითხვა

გრძელვადიანი მიზნები

მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.ცნობს ასო-ბგერებს,შეუძლია სიტყვების წაკითხვა,ორ ან სამსიტყვიანი წინადადების წაკითხვა.



მოკლევადიანი მიზნები:

ცნობს ასო-ბგერებს.

მოსწავლე ცდილობს ააწყოს მარცვლები და სიტყვები.

პასუხობს წაკითხული წინადადებების მიხედვით დასმულ კითხვებს.

 მიმართულება: წერა

გრძელვადიანი მიზნები:

მოსწავლეს ცნობს და გამოსახავს ყველა ასო-ბგერას,შეუძლია კარნახით ცალკეული სიტყვების ჩაწერა,ორსიტყვიანი წინადადების წერა,მარტივი წინადადების გადმოწერა.

მოკლევადიანი მიზნები:

გამოსახავს ყველა ასო-ბგერას,შეუძლია მარცვლების ჩაწერა.

შესწავლილი ასოების გამოყენებით წერს ორსიტყვიან წინადადებებს.



ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე 
რესურსი
1
მოსწავლე ნახატის მიხედვით ეცნობა და ასახელებს ახალ ასო-ბგერებს.
წიგნი,რვეული,დაფა, ბუკი
2

მოსწავლე მოძრავი ანბანის და ბუკის დახმარებით აწყობს მარცვლებს.

წიგნი,რვეული,დაფა, ბუკი,მოძრავი ანბანი.
3
ასო-ბგერების გამოყენებით და ბუკის დახმარებით აწყობს სიტყვებს.
წიგნი,რვეული,დაფა, ბუკი
4
მოსწავლე ნიმუშის მიხედვით წერს ცალკეულ ასოებს.

წიგნი,რვეული,დაფა, ბუკი
5
მოძრავი ანბანის გამოყენებით აწყობს და შემდეგ წერს მარცვლებს.
წიგნი,რვეული,დაფა, ბუკი
6
მოსწავლეს შეუძლია ნახატზე გამოსახულის დასახელება და კარნახით წერა.
წიგნი,რვეული,დაფა, ბუკი






























No comments:

Post a Comment

სსიპ ქალაქ ბათუმის 25-ე საჯარო სკოლა

2022 წლის 25 მაისი სასწავლო წლის დასასრულს პირველკლასელებმა ულამაზესი ღონისძიება გამართეს. დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიებაა, რომ...