ექსკურსიის გეგმა
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა ასაკი
|
მე-5 კლასი,10-11წ.
|
სასწავლო მიზანი
|
ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა
და განვითარებას.
ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ღირებულებითი დამოკიდებულება
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
ჩამოუყალიბოს კულტურულ ძეგლებთან ურთიერთობის ჩვევები.
|
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
|
ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა.
|
მოსამზადებელი სამუშაოები
|
მოლოდინებისა და მიზნების განსაზღვრა.მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლება.
|
მასწავლებლებისათვის
|
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ექსკურსიის მიზანს,
სასწავლო თემატიკას და შედეგს.
მშობელთა კრების მოწვევა;
დავალებების განაწილება ჯგუფებში;
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
მარშრუტის შედგენა;
მუზეუმში მოქცევის წესების გაცნობა;
|
მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებისათვის
|
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მწერალზე;
გაინაწილებენ პასუხისმგებლობას მუშაობის პროცესში.
წარმოადგენენ ზეპირ პრეზენტაციას მწერლის ცხოვრებისა
და შემოქმედების შესახებ;
მოამზადებენ სლაიდშოუს;
ექსკურსიის მსვლელობისას შეძლებენ ვიდეოს გადაღებას;
მოამზადებენ კითხვებს გიდისთვის;
ითანამშრომლებენ სხვა ჯგუფებთან ერთობლივი მუშაობისას.
|
რესურსები ექსკურსიისათვის
|
ადამიანური რესურსები:მასწავლებელი,მშობლები,მოსწავლეები,მძღოლი,გიდი;
მატერიალურ-ტექნიკური რესურსები:ვიდეოკამერა,ფოტოაპარატი,კომპიუტერი,საკვები,უბის
წიგნაკები,მედიკამენტები,რეკვიზიტები,სპორტული ინვენტარი,ტრანსპორტი-სამარშრუტო ტაქსი.
|
აქტივობები ექსკურსიის დროს
|
შეხვედრა გიდთან.ინფორმაციის მოსმენა და მოკლე ჩანაწერების
გაკეთება;
სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა;
სახალისო დავალება:გაითამაშებენ როლურ თამაშს ,,შვლის
ნუკრის ნაამბობი’’(ეპიზოდი: ,,ტყეში“ II თავი)
წაიკითხავენ ლექსებს და გამოჩენილი ადმიანების გამონათქვამებს
ვაჟაზე.
|
პროექტის გეგმა
1.პროექტის
სახელწოდება: წინაპართა ნაკვალევის
გაცნობა
|
2.პროექტის
ავტორი: ქალაქ
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის ქართ.ენისა და ლიტ.მასწავლებელი: გულნაზ ბასილაძე
|
3.
პრობლემების ანალიზი: მოსწავლეების მიერ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის აჭარის
ყოფითი ცხოვრების გაცნობა,გაანალიზება და თანამედროვეობასთან შედარება. მოსწავლეები არ იცნობენ ჩვენს კუთხეში, ამ მუზეუმში შემონახულ ექსპონატებს,ექსპოზიციებს
.
კარგად გაეცნონ ჩვენი კუთხის/რეგიონის ისტორიულ სიძველეებს.
|
4.პროექტის მიზანი: ობიექტის შესწავლა მრავალმხრივი
პერსპექტივით და კომპლექსური ცოდნის შეძენა.
• ჩვენი წინაპრების ადათ-წესების გაცნობა.
• სამეურნეო დანიშნულებისა და საბრძოლო იარაღების გაცნობა.
• ისტორიული მოვლენებისა და კულტურული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის
გაცნობა.
• თემების გაშლის გზით, რომელიც ამასთანავე რეალიზებული იქნება როგორც შემორჩენილი, ასევე ობიექტის ნაწილების
ჩვენებით, ასევე დამხმარე მასალების გამოყენებით.
ამ ისტორიული ძეგლის შესახებ მასალების მოძიება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით. power point-ის,
ფოტოების, ბროშურების,ესეებისა
და ჩანახატების შექმნა, რითაც მოსწავლე სწავლობს ნახულის მხატვრულად გადმოცემასა და დაწერას.
|
5.პროექტის ამოცანები:
·
ფრიდონ
ხალვაშის ლექსი ,,მითხარ ,როგორაა მემლექეთი“შესწავლა და ანალიზი;
·
გიორგი
კალანდიას ფილმის ჩვენება ,, ჩვენებურები’’.
·
ახმედ კვირიტიძის ლექსის ,,მაჭახელა’’ შესწავლა.
·
აღნიშნული
მუზეუმის შესახებ დამატებითი მასალის
მოძიება, დახარისხება;
|
6.მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან თავიანთი ქვეყნის/კუთხის ისტორიულ მემკვიდრეობას, გაეცნობიან მაჭახლის ეთნოგრაფიული
მუზეუმის ისტორიას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი, ურთიერთანამშრომლობისა და მასალის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა,
ისაუბრებენ ნანახით გამოწვეულ ემოციებზე,
დაწერენ და გაუზიარებენ ერთმანეთს ნანახის შესახებ შთაბეჭდილებებს, გადაიღებენ ფოტოებს, ვიდეოს.
|
7.მიზნობრივი
ჯგუფები:მოსწავლეები,მშობლები,მასწავლებლები.
|
8.ამოცანების
განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები და ვადები:
I ამოცანა: გიორგი
კალანდიას ფილმის ჩვენება ,, ჩვენებურები’’.
შთაბეჭდილებების
გაზიარება. ( 02.10 -03.10)
II ამოცანა: ინფორმაციის
მოძიება მაჭახლის თოფის , მდინარისა და ეროვნული პარკის შესახებ . ახმედ კვირიტიძის
ლექსის ,,მაჭახელა’’ შესწავლა. ( 04.10-10.10)
III ამოცანა: აღნიშნული მუზეუმის შესახებ
დამატებითი მასალის
მოძიება, დახარისხება;(11.10 -15/10)
·
მშობელთა
მოწვევა, ინფორმირება;(16.10)
|
No comments:
Post a Comment